IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩვენ ვართ ერთობის მომხრე და ვმოქმედებთ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლების ცვლილებას ერთობის გზით გულისხმობს და არა სხვა მეთოდებით“, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ „ძალა ერთობაშია“ „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო გასვლის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო ტაიმაუტი, ეტყობა ვიღაცებს აქვთ განცდა, რომ დამოუკიდებლად შეცვლიან ხელისუფლებას, რაც სრული აბსურდია. ბატონ სააკაშვილს, როგორც ჩანს, მოუწევს რაღაცების გარკვევა თავის პარტიასთან, თუ პარტია არ ასრულებს ვალდებულებებს პარტნიორებთან, არა მგონია, მან შეძლოს ხელისუფლებაში ვალდებულებების შესრულება.

ბოლო ხანს ცალსახად ჩანს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ გარკვეული სეპარატიზმის ნიშნები, რაც დამოუკიდებლად საარჩევნო კამპანიის წარმოებას ნიშნავს“, – აღნიშნა პაატა დავითაიამ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება