სამწუხაროა, რომ რიტორიკას, რომელსაც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი, მხარი აუბა გიორგი გახარიამ – სარჯაველიძე

383
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სამწუხაროა, რომ რიტორიკას, რომელსაც აქტიურად მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი, რომ თითქოსდა, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართულ ოცნებას” უკან-უკან მიჰყავს ქვეყანა, მხარი აუბა გიორგი გახარიამ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დასანანია.

„ეს დასანანია. ნამდვილად სამწუხაროა ჩემთვის და ქვეყნისთვის, როცა ასეთ შეფასებებს აკეთებს, რადგან სადმე რაღაც დივიდენდის მოპოვება სურს. არ მგონია, ეს სწორი იყოს. ეს ადამიანი იყო ქვეყნის პირველი პირი, პროგრესსა და განვითარებაზე პასუხისმგებელი და როცა ასე საუბრობს, რადგან სადღაც რაღაც დივიდენდი მოიპოვონ მან და მისმა მოკავშირე პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ეს არასწორია. წავიდა კამპანია, თითქოს ვიღაც მსხვერპლის მანტიას ირგებს, თითქოს ხელისუფლებისგან იდევნება, არ აქვს ასეთი საჭიროება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება