Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

მარშალ პრესი 20/05/2025
155

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ბრატისლავაში გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს სლოვაკი კოლეგა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი დანიელ ზმეკო მასპინძლობს. 

საპატიო ყარაულის თანხლებით დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, გენერლებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, რომელიც 2014 წლიდან ვითარდება. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის სამხედრო განათლებისა და წვრთნების კუთხით. საუბარი შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში ქართველი და სლოვაკი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას, ასევე გამოცდილების გაზიარებას სამხედრო პერსონალის პოლიტიკის მიმართულებით.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სლოვაკ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებში სლოვაკი ექსპერტების აქტიური მონაწილეობა აღნიშნა და   მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოში სლოვაკეთის თავდაცვის ატაშეს ოფისის გახსნის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 

ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ასევე,  სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ რობერტ კალინაკთან. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია სლოვაკეთის სამხედრო მრეწველობის კომპანიასაც ესტუმრა და ადგილზე გაეცნო კომპანიის მიერ წარმოებულ საარტილერიო სისტემებსა და შეიარაღებას.

Continue Reading

Previous: 2007 წელს დაიწყო შეტევა მედიაზე – გიორგი მამაცაშვილი
Next: ე.წ. ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე უტიაშვილი გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ დაზიანებულაო, ტაქსისტები თუ დაზიანდნენო. ლევან ხაბეიშვილი გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025