Skip to content
20/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასეთ უნიჭო ანეგდოტს თავად ლაშიკოც ვერ დაწერდა – ლაშა ბუღაძე ნონა გაფრინდაშვილს დასცინოდაო… ” – სვიმონ ჯანგულაშვილი

მარშალ პრესი 20/05/2025
svimon jangulashvili

Საზოგადოება,, ქართულის” თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი ლაშა ბუღაძეს პასუხობს, რომელმაც გუშინ საგამოძებო კომისიაში ნონა გაფრინდაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა.

,, ლაშა ბუღაძეს უთქვამს, ნონა გაფრინდაშვილი წითელი ნომენკლატურის წარმომადგენელიაო.

ჯერ იმით დაიწყოს, რომ ნონა გაფრინდაშვილს არ უხატია და უძერწია ლენინის პორტრეტები (და ამით არ მიუღწევია რაიმესთვის) და წითელი ნომენკლატურის ყველაზე ბანძი, უნიჭო და ლუმპენ-წარმომადგენლის შვილი, წითელ ნომენკლატურაზე და, მით უმეტეს, ჩვენი ერის გამორჩეულ შვილებზე ასე არ უნდა ლაპარაკობდეს…

მეორეც, თავად ეგ, საშუალო ნიჭის იუმორისტ-ფელეტონისტ-მწერლუკანა, მარტო მიშისტი ნომენკლატურის კი არა, თუ რაიმენაირი ნომენკლატურა არსებობდა, ყველაფრის წარმომადგენელია ოჯახ-სამეგობროთი – კომკავშირით და კომუნიზმით დაწყებული, მერე შევარდნაძის, მერე ნაცების, მერე, “ქართული ოცნების” დასაწყისში – თავის სადაქალოსთან ერთად, ბიძინასი, მერე – მამუკა ხაზარაძის და ეხლა – კეზერაშვილის და ნაყოფიას – ყველა მთავრობის და ყველა მდიდრის ფულითა და გადმორიცხვებით “იღწვის” სააკაშვილის და გვარამიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად…

და, მესამე – სულ რომ სკკპ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილი, ეს ვერაფრით ვერ სცვლის და აუქმებს იმ მწარე და საზარელ ამბებს რაც მოჰყვა; არ ათეთრებს, ლაშა ბუღაძე ვის ძუძუსაც სწოვს და ვის პროპაგანდა-სიბინძურესაც ავრცელებს დღეს – იმ სადისტების პარტიის დანაშაულებს. წითელი ნომენკლატურა რომც იყოს ჩვენი საამაყო ქალბატონი და მსოფლიო ლეგენდა, რაც მან ისაუბრა დღეს კომისიაზე, სწორედ ეგ აუტირებს შვილის ცუდად გამზრდელ დედებს სხვადასხვანაირ ლაშა ბუღაძეებს და კეზერაშვილის დაფინანსებაზე მყოფ სხვა “ოლეებს”… ვინაიდან, ეს კომისია იქნება ნაცების დამსრულებელი და გამაქრობელი ქართული ნიურნბერგის პროცესი, ვუნდერკინდის იმიჯში უსაშველოდ ჩარჩენილო ლაშაბუღაძევ…” – წერს ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ჩვენი შიში გქონდეთ – ამას ნერგავდა რეჟიმი და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი იყო, იმ ეროვნული ენერგიის აზვირთება, რაც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას
Next: 25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის, რაც მოხდა – ეკლესიის კარის შენგრევა სატვირთო მანქანით, იქიდან ბასილ მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი, დასისხლიანებული ხალხი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025