Skip to content
20/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამია სანადირაძემ შავ ზღვაში ჩადო ინტერნეტ კაბელი, მაგრამ ფოთიდან-თბილისამდე დაკავშირება აუკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ჩვენ ინტერნეტის თვალსაზრისით ვხდებოდით დამოუკიდებლები რუსეთისგან და თურქეთისგან. ეს დიდ სახელმწიფო შემოსავლებთან იყო დაკავშირებული

მარშალ პრესი 20/05/2025
giorgi iakobashvili

2008 წლის განმავლობაში მამია სანადირაძემ შეძლო მოეზიდა ინვესტორები და შავ ზღვაში ჩადო ინტერნეტ კაბელი. ეს იყო უნიკალური კაბელი, რომელიც მაშინ თუ არ ვცდები სინგაპურს აკავშირებდა ვიღაცასთან და იყო შავ ზღვაში ჩადებული. ბევრი იწვალა, გააკეთა, ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, მაგრამ ფოთამდე რომ მოვიდა, ფოთიდან-თბილისამდე უკვე დაკავშირება აუკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებამ, მთავრობამ. ალბათ ვიღაცა იყო დაინტერესებული, ცხადია ამის გარეშე არაფერი არ კეთდებოდა. შესაბამისად ეს პროექტი შეჩერდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროექტით საქართველო ინტერნეტის თვალსაზრისით ხდებოდა დამოუკიდებელი და დიდ სახელმწიფო შემოსავალთან იყო დაკავშირებული.

„თუმცა „კავკასუსმა“ მაინც მოახერხა და ამის პრეზენტაცია გააკეთა, იმიტომ, რომ სამომავლოდ თვლიდა, რომ როცა იქნებოდა, ეს ყველაფერი ჩაირთვებოდა. თან გაითვალისწინეთ ის ამბავი, რომ მოლაპარაკებებიც იყო დასრულებული აზერბაიჯანთან, საქართველოს საშუალებით ინტერნეტი უნდა მიწოდებულიყო ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში, მოლაპარაკებები დასრულებული იყო სომხურ მხარესთან, ირანში უნდა მიგვეწოდებინა ინტერნეტი და ფაქტობრივად ჩვენ ინტერნეტის თვალსაზრისით ვხდებოდით დამოუკიდებლები, როგორც რუსეთისგან, ასევე თურქეთისგან და პირიქით ჩვენზე დამოკიდებულები, კარგი გაგებით ვამბობ მე ამას, ჩვენზე დამოკიდებულები ხდებოდნენ სხვა ქვეყნები. ეს რა თქმა უნდა დიდ სახელმწიფო შემოსავლებთან იყო დაკავშირებული და ამ ყველაფრის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ სააკაშვილი ყოველი ჯიხურის გახსნაზე მიდიოდა და ეს შუქდებოდა როგორც საქართველოს ეკონომიკური წინსვლის რაღაც მაგალითი, წარმოიდგინეთ, რომ არც სააკაშვილი და არც პრემიერ- მინისტრი, ის კი არა ეკა შარაშიძე იყო მაშინ ეკონომიკის მინისტრი, უბრალოდ მთავარი სპეციალისტიც კი არ გამოუგზავნიათ ამხელა პროექტის პრეზენტაციაზე. მაშინ მე დავასკვენი, რომ „კავკასუს ონლაინის“ თავზე შავი ღრუბლები თავს იყრიდა“, – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

Continue Reading

Previous: ნონა გაფრინდაშვილმა გაგვახსენა საშინელი სიმართლე 2003-2012წლების ნაცისტურ რეჟიმზე, მასობრივ წამებაზე, მკვლელობებზე, ქართულ ჰოლოკოსტზე – ნაცისტების იდეოლოგიის საჯაროდ მხარდაჭერა უნდა ისჯებოდეს კანონით
Next: გიორგი იაკობაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მთავრობამ მამია სანადირაძეს უთხრა, რომ შენ ძალიან იაფად აძლევ მომხმარებლებს ინტერნეტს, ამიტომ ბიუჯეტში თანხა შემოდის ცოტა და 11 000 000-ით დააჯარიმეს – თვლიდნენ, რომ ბიუჯეტში უნდა წასულიყო უფრო მეტი და იქნებოდნენ უკეთესად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025