Skip to content
20/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო – როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი

მარშალ პრესი 19/05/2025
sozar subari

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დარბევის ღამეს ქაშვეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

სუბარის თქმით, ნოდარ ცხადაძე, რომელიც ზესტაფონიდან იყო, დარბევისას გარდაიცვალა და ამ ფაქტს მოწმეებიც ჰყავს, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ფაქტია შესასწავლი და გამოსაძიებელი.

“ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია 26 მაისთან დაკავშირებით. ახლა მომწერა ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელიც იქ იდგა 26 მაისს და ადამიანმა, რომელიც მათ შორის. 9 აპრილის აქციაზეც იყო ერთ-ერთი ლიდერი,რომ კიდევ ერთი ადამიანი – ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ჩაქოლეს 26 მაისს, ქაშვეთის ტერიტორიაზე. იმ ღამეს ისიც გარდაიცვალა და ამის მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო – როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი.
ხშირად ვიმეორებთ, რომ ასეთი ალყაში მოქცევის მიზანი იყო ხალხის დაშინება, რომ ვერავის ვეღარ გაებედა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა.” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: ახალი პრეზიდენტის პირობებში აქტიურად დაიწყება რუმინეთზე გამავალი ახალი „ბუფერული ზონის” მშენებლობა აზიასა და ევროპას შორის. ამისთვის კი „დიფ სთეითს” „თავისიანი” პრეზიდენტი სჭირდებოდა
Next: სასაკლაო არავის არ უნდა მოუწყო, არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეს. მაგრამ რად გინდა, ამას ან ვერ გააგებინებ ან არ გაიგებენ ისინი, ვინც დღესაც უცხო ქვეყნის დროშებითა და კარნახით დარბიან ქუჩებში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხმას არ იღებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025