Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსულ ფულზე დახარბებული ლენა ხოშტარია პაატა ბურჭულაძეს რუსული ფულის აღების გამო კიცხავდა – “პრ@ჭულაძე ბურჭულაძის წინააღმდეგ”

მარშალ პრესი 16/06/2022
ლენა ხოშტარია

ელენე ხოშტარიამ დაადასტურა, რომ რუსეთიდან დიდი რაოდენობის თანხებს იღებს, თუმცა რუბლებსი გაყიდული სინდისის გამო “დროას” ლიდერი წარსულში პაატა ბურჭულაძეს ამუნათებდა. გთავაზობთ ლენა ხოშტარიას განცხადებას, რომელიც მან პაატა ბურჭულაძის რუსულ ვოიაჟს მიუძღვნა:

“საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პაატა ბურჭულაძე კულტურის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი სახეა და სანქტ-პეტერბურგში მისი სიმღერა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად მძიმე დარტყმა იყო.

როგორც ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან იმღერებს და იცეკვებს, ეს ქვეყნისთვის ზურგში დარტყმის ტოლფასია.

„ჩემი პარტიის წევრი რომ იყოს, ზუსტად იგივეს ვიტყოდი. ვინც ამას აკეთებს, სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამს. ამ თვალსაზრისით არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან ასეთი საქციელი კიდევ უფრო მიუღებელია. იმას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია ის, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსია, კულტურის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი სახეა და მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის“, – დასძინა ხოშტარიამ.

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში  15 დეკემბერს დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.” 

Continue Reading

Previous: მთავარია ნაგვის მანქანაზე ამხტარი აპროტესტებდე ოკუპაციას, თორემ რუსული ბიზნესი, ფინანსები და მატერიალური კეთილდღეობა მოსულა
Next: მემგონი უკვე Droa • დროა, ეგ 20%-იანი ფარისევლური თვალის ასახვევი მოიშოროს – ანდრია გვიდიანი ლენა ხოშტარიაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025