Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. ესენიც მსხვერპლი იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა

მარშალ პრესი 19/05/2025
gia burjanadze

„რატომღაც ასე დამკვიდრდა, რომ მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაიღუპნენ იმ ღამეს. მინდა გითხრათ, რომ 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა“-ამის შესახებ გია ბურჯანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები განიხილება. გია ბურჯანაძე რამდენიმე ადამიანის შემთხვევას იხსენებს, რომლებიც 26 მაისის დარბევას შეეწირნენ.

„ჩემი ახლობლები, რამდენიმე ადამიანი სახელი და გვარებით შემიძლია გითხრათ, რომლებიც ცოტა ხანში გარდაიცვალნენ. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, [რომელმაც] უთხრა, მუცელში არ დამარტყათ, ღვიძლი მაქვს დაზიანებულიო. იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასევე, ავთო მეტრეველი, იმდენი ურტყეს, რომ თვე ნახევარში გარდაიცვალა. ერთი კაცის სახელ და გვარს არ ვიტყვი იმიტომ, რომ ოჯახს არ სიამოვნებს, იმან თავი ჩამოიხრჩო 26 მაისიდან ერთ კვირაში. ესენიც მსხვერპლი იყვნენ. ეს რაც მე ვიცი იმიტომ, რომ ჩემი ნაცნობები იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა?! თორემ სულიკო და ნიკუშა აღლუმი რომ ჩაატარეს იქ ჰყავდათ, ჯიხურის თავზე“-განაცხადა გია ბურჯანაძემ.

Post navigation

Previous: ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს – დავით ჭიჭინაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე
Next: ახალი პრეზიდენტის პირობებში აქტიურად დაიწყება რუმინეთზე გამავალი ახალი „ბუფერული ზონის” მშენებლობა აზიასა და ევროპას შორის. ამისთვის კი „დიფ სთეითს” „თავისიანი” პრეზიდენტი სჭირდებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.