IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და ეს არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ქვეყანა შევიდა ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში, რომელთაც მისცეს უფლება, რომ გაეხსნა საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისთვის და ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მხრიდან 5 სახელმწიფოსთან საზღვრის უპირობოდ გახსნის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ყველა გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული, პირდაპირ არის ასახული და პირდაპირ იცავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მაქსიმალურად იქნება კონტროლქვეშ. მთავრობამ თითოეული გადაწყვეტილება რომელიც მიიღო, მიიღო ჩვენს ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია აქტიურ ფაზაშია და ეს სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს, როგორც იცვლება სხვადასხვა ქვეყნებში ტოტალურად და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის წარმატება და ის შესაძლებლობა, რაც დღეს გვაქვს კოვიდთან დაკავშირებით, ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად მიღწეული, არ ჩამოგვეშალოს და ამიტომ ხელის მართვით რეჟიმში, ყოველდღიურად არის სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიღებული და ფრენებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც დღეს მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, რომ ჩვენ იმ ქვეყნებთან გავხსნათ მიმოსვლა, რომელთანაც ყველაზე ნაკლებად არის რისკ-ფაქტორები, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით გრძელდება მუშაობა სხვა ქვეყნებთან.​

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება