Skip to content
19/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე-2 ქვეით ბრიგადაში უფროსკლასელ მოსწავლეებს უმასპინძლეს

მარშალ პრესი 19/05/2025
2

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებში შემავალ ქვედანაყოფებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მაღალი კლასების მოსწავლეები რეგულარულად სტუმრობენ. ამჯერად, სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს უმასპინძლეს. ახალგაზრდებმა ქვედანაყოფში ვიზიტის სურვილი თავად გამოთქვეს. 

„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჯარისკაცებთან გასაუბრების, მათი ცხოვრების წესისა და ყოველდღიურობის გაცნობის გარდა, ინფრასტრუქტურის, საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების სისტემების, ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ახალგაზრდებმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა გმირობის ისტორიები და მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების ისტორია მოისმინეს. მოგვიანებით, სტუმრებმა ქვედანაყოფის სასადილოში ჯარისკაცების საკვებიც მიირთვეს. 

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. 

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ლევან წურწუმიას შეხვდა
Next: ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს – დავით ჭიჭინაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025