Skip to content
19/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: ოპოზიციურად განწყობილ სპექტრში არასოდეს ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა. ახლა რომ არის გაფეტიშებული, მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი, გახდები გმირი და პოლიციას მიაყენებ შეურაცხყოფას, იქნები განსაკუთრებული – ეს იყო მიუღებელი, არც გაგვიკეთებია

მარშალ პრესი 19/05/2025
david lorkipanidze2

როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ [ნაციონალური მოძრაობა], მათი გაცხადებული რეჟიმი, დღის წესრიგი იყო, რომ სამართლიანობა ყოფილიყო, ბიუჯეტი გაიზრდებოდა, უკეთეს პირობები იქნებოდა და რა მივიღეთ?! გაგახსენებთ რამ გამოიწვია საზოგადოებაში ასეთი მზარდი დაპირისპირება ამ რეჟიმთან მიმართებაში,- ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემ, განაცხადა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება. დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისეთ ნაბიჯები გადადგა, რომელიც ქართველი ერისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, აკადემიკოსთა და ზოგადად ასაკიანი ადამიანების უპატივცემულობა, სისხლიანი დარბევები, ბიზნესის რეკეტი.

„პირველი რაც გააკეთეს გახსოვთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსები გამოკეტეს აუდიტორიაში, პირდაპირი მნიშვნელობით ჩაუკეტეს კარები და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კინაღამ დაიხოცნენ ადამიანები სუნთქვის უკმარისობით. პროფესურას, რომ ასე მოექცევი ადამიანები ამას აღიქვამდნენ, ხედავდნენ და ეს ყველა ადამიანი იქედან წამოსულები, რუსთაველზე იყვნენ აქციის ორგანიზატორები, აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. იგივე ბიზნესი, მიადგნენ ბიზნესებს, მოგეხსენებათ, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ ყველას ყველაფერს ართმევდნენ.

ჩვენს საახლობლოს ჰქონდა „ბიდარა და ნავროზა“ წყალი არის , რომლითაც მარაგდება გუდაურის კურორტი. 25 წლიანი ლიცენზია ჰქონდათ, ვიღაცას არ მოეწონა და მოგონილი მიზეზით, მერის მოადგილეს თუ გამგებელს დააწერინეს და ეს ლიცენზია ჩამოართვეს მეპატრონეს. ვანის რაიონში დავიბადე და გავიზარდე, 29 ჰექტარი ქალაქის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ჰქონდა საძოვარი, პირუტყვისთვის ერთ დღეს მივიდნენ და უთხრეს რომ ეს საძოვარი აღარ არის თქვენიო. დარჩა 3 000 ოჯახი პირუტყვით ეზოში. ანუ ყველა ოჯახი გაწირეს შიმშილისათვის. 1 000-ზე მეტი სკოლა ადგნენ და გაყიდეს, ოფისებს აკეთებდნენ თავისას იქ.

ეს ყველაფერი ემატებოდა და იზრდებოდა. 7 ნოემბერს რაც აქ ჩაიდინეს 50 კაცი იყო დილით რუსთაველზე დაესხნენ თავს გაუგებარი ფორმირების ადამიანები და მე მახსოვს მაშინ წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა, ბესიკის ქუჩაზე მოგვდევდნენ სპეცრაზმელები ჩხუბით. აი ამას აკეთებდნენ და რა გასაკვირია, რომ ქართველ კაცს გაუჩნდებოდა პროტესტის გრძნობა. ეს დაგროვდა, დაგროვდა და მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა“,-განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ. დავით ლორთქიფანიძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილ სპექტრში, არასოდეს ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა, განსხვავებით დღევანდელობისა, როდესაც მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი, გახდები გმირი და პოლიციას მიაყენებ შეურაცხყოფას, იქნები განსაკუთრებული , მათთვის ეს ყოველივე მიუღებელი იყო. „ხაზს ვუსვამ, რომ არასოდეს ოპოზიციურად განწყობილ სპექტრში, არასოდეს არ ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა და მითუმეტეს, ახლა რომ არის გაფეტიშებული, თურმე მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი გახდები გმირი და პოლიციას მიაყენებ შეურაცხყოფას იქნები განსაკუთრებული ადამიანი და ტელეეთერიდან არ ჩამოგიყვანენ პარტიული ტელევიზიებიდან კვირების განმავლობაში ეს იყო მიუღებელი, არც გაგვიკეთებია“,-განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

Continue Reading

Previous: დავით ლორთქიფანიძე „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლზე- სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული. მისმა მეუღლემ მითხრა,- „დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაეკეთებინაო?“ ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა
Next: 12 საათზე უკვე წამოიწია კორდონმა, გაზი გაუშვეს და ტყვიები დაგვახალეს – ნონა გაფრინდაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025