Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა

მარშალ პრესი 18/05/2025
499741484_1079241327591785_858396592939853878_n

18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა. ამასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე აქტივობა გაიმართა, რომლებიც ქართული ტრადიციებისა და იდენტობის ღირსეულად წარმოჩენას მიეძღვნა.

“მახოს საბავშვო ბაღში პატარებმა ეროვნული სამოსი მოირგეს და ბაღის სივრცე ფერად, ხალისიან დღესასწაულად აქციეს. პატარებმა ტრადიციული სიმღერების ფონზე საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სიყვარული გამოხატეს ქართული კულტურისადმი.

ღონისძიებას დაესწრო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად. მერმა ეროვნული სამოსის დღე, ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მიულოცა და მადლობა გადაუხადა, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.
ამავე დღეს, ხელვაჩაურის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ანსამბლებმაც ეროვნული სამოსით მოირგეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, თუ რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია ქართული სამოსი.

ეროვნული სამოსი – ეს არის ჩვენი ისტორია, ტრადიცია და სიამაყე!”  – ნათქვამია ხელვაჩაურის მერიის ფეისბუქ პოსტში.

Post navigation

Previous: რადიკალებისთვის მოქალაქეების მიერ გამოკრული ბანერები, რომლებზეც ოჯახის სიწმინდეზე არის ხაზგასმა, გამაღიზიანებელია და ვერ მალავენ სიძულვილს, ზიზღს ყველაფერი ქართულის მიმართ
Next: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.