Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ გაგანია ომის დროს, ელენეს ოჯახს რუსეთის ფედერაციიდან, რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება ფულები – გური სულთანიშვილი

მარშალ პრესი 16/06/2022
გური სულთანიშვილი

„ამ ქალს უკეთია თვალზე ასაკრავი, 20% ოკუპირებულია წარწერით. ესენი ითხოვენ ადამიანების დასანქცირებას, იმიტომ რომ რუსული კავშირები აქვთო, არადა ამ გაგანია ომის დროს, ელენეს ოჯახს რუსეთის ფედერაციიდან, რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება ფულები“,- ასე ეხმიანება ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება.

საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე. მისივე განცხადებით , სხვას ამის ნახევარი რო ექნა, ეგრევე შეაჩვენებდნენ.

„ელენე ხოშტარია არის ილუსტრაცია ორმაგი სტანდარტების, უტიფრობის და იმის რომ ღირებულებები საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. ეს ქალი იყო გავრილოვის პროტესტის ავანგარდში, სადაც იმის გამო რომ თავმჯდომარის სკამზე დაჯდა გავრილოვი, უნდოდა ქვეყანა ამოეყირავებინა. ეს ქალი იყო პოზნერის ამბებში. ამ ქალს უკეთია თვალზე ასაკრავი, 20% ოკუპირებულია წარწერით. ესენი ითხოვენ ადამიანების დასანქცირებას, იმიტომ რომ რუსული კავშირები აქვთო, არადა ამ გაგანია ომის დროს, ელენეს ოჯახს რუსეთის ფედერაციიდან, რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება ფულები.. გაგიჟდები რა.. ეთიკური რელატივიზმია ეს, სადაც მათთვის ყველაფერი მოსულა, ხოლო სხვას ამის ნახევარი რო ექნა, შეაჩვენებდნენ ეგრევე..“,-წერს გური სულთანიშვილი facebook-ზე .

Continue Reading

Previous: უკრაინიდან და რუსეთიდან შემოსული ახალგაზრდები, აბორიგენ „ბოევიკებთან“ ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნენ სისხლიანი სპეც. ღონისძიებებისთვის – დაგეგმილი საპროტესტო აქციები, ტურისტული სეზონი და სივრცეები , კარგი ნიადაგია ხსენებული გეგმის უმთავრესი შედეგის მისაღწევად – ლევან მამალაძე საზოგადოებას მიმართავს
Next: საქართველოში მობილური მავნე პროგრამების შეტევები შესუსტდა, ტროიანელები იმავე დონეზე დარჩნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025