Skip to content
17/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი – არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია

მარშალ პრესი 17/05/2025
DAVID KARTVELISHVILI

ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში – არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მსვლელობაში მონაწილეებმა, ვირტუალური საქართველოს ყოველდღიურ “ბერიკაობას” რაოდენობრივად ორ საათში აჯობეს. ამასთან, დღეს, მსვლელობაში მონაწილეებს არავისთვის უგინებიათ და არც შეურაცხმყოფელი სიმღერები უმღერიათ.

“ვირტუალურ საქართველოს დღეს რეალურმა ქართველებმა შეახსენეს თავი, არა მხოლოდ თბილისში – არამედ ჩვენი სამშობლოს მასშტაბით. 200 დღის განმავლობაში ვირტუალური საქართველოს ყოველდღიურ “ბერიკაობას” რაოდენობრივად ორ საათში “გადავუჯოკრეთ”. არც არავისთვის გვიგინებია, არც სიგიჟეები გვიმღერია – ვხალისობდით ერთმანეთთან ურთიერთობით და ვლოცულობდით. ძალიან მინდა დღევანდელი საქართველოს კადრები ჩვენს მართლმადიდებელ ძმებსაც ვანახოთ: სერბეთში, რუმინეთში, ბულგარეთში – ნიშნად იმისა, რომ მარტონი არ არიან. ჯო ვილსონსაც გადავუგზავნოთ – ჯანდაბას მაგის თავიც. ნიშნად იმისა, რომ ჩვენთან არს ღმერთი და არა პირიქით. გილოცავთ დებო და ძმებო ოჯახური სიწმინდის დღეს. მოეფერეთ ცოცხლებს, ილოცეთ გარდაცვლილებზე. ჭიქა აუწიეთ დღეს ერთმანეთს,” – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები – გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია
Next: ამ სურათების შემხედვარეს კიდევ უჩნდება კითხვა იმის შესახებ თუ ვის მხარესაა ხალხი?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025