Skip to content
17/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

მარშალ პრესი 17/05/2025
irakli kobakhidze

ირაკლი კობახიძე – საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

სიუჟეტში საუბარია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ღვინოსთან ერთად განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, გულთბილი სტუმართმოყვარეობით და განსაკუთრებული კულინარიითაც გამოირჩევა.

„საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა. სტუმართმოყვარეობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა — ის, რასაც ყველას სიამოვნებით ვაჩვენებთ. ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი TV2-თან ინტერვიუში.
სიუჟეტში ასევე საუბარია ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კარიერაზე. ჟურნალისტი ყურადღებას უთმობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებებსაც და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.

„დიდი გულშემატკივარი ვარ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს არასდროს ვტოვებ. საფეხბურთო თემებში აქტიურად ვარ ჩართული. მართალია, საკლუბო ფეხბურთი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გუნდი “დინამო თბილისია“ — უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი. რა თქმა უნდა, ყველას ჰყავს საყვარელი უცხოური გუნდი. ჩემთვის ეს ბარსელონაა — მათი თამაშის სტილი განსაკუთრებით მომწონს“, – აღნიშნავს ინტერვიუში ირაკლი კობახიძე.

სიუჟეტის ავტორის შეფასებით, საქართველო არა მხოლოდ თვალწარმტაცი ბუნებითა და კულინარიული საოცრებებით იპყრობს გულს, ის ასევე მდიდარია განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანებით.

Continue Reading

Previous: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!
Next: როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები – გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025