Skip to content
17/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამიტზე ევროპელ ლიდერებს ხვდება – ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობის ნიშანი – EURONEWS

მარშალ პრესი 17/05/2025
JPG resized with https://ezgif.com/resize

JPG resized with https://ezgif.com/resize

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი ურთიერთობები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მიანიშნებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე, – წერს Euronews-ი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში, რომელიც პარასკევს ტირანაში გაიმართა, თბილისსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობების დათბობას აღნიშნავს“, – ნათქვამია სტატიაში.

„სამიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსული უთანხმოებების ფურცელს შლიან“, – აღნიშნულია სტატიაში.

კობახიძემ ხაზი გაუსვა ამ მომენტს ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ „იყო კომუნიკაციის შეზღუდული პერიოდი [საქართველოსა და ევროკავშირს შორის] და, როგორც ჩანს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები მზად იყვნენ საქართველოსთან კავშირების აღსადგენად“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დათბობა თავისი ქვეყნის „ევროპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლით“ ახსნა და დასძინა, რომ „ყველას ესმის საქართველოსთან და მის ხელმძღვანელობასთან ჩართულობის აუცილებლობა და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ინიციატივა ევროპელი ლიდერების მხრიდან წამოვიდა“.

„ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისთვის, განსაკუთრებით ევროზონისთვის. ჩვენი როლი რეგიონში მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტად არის აღიარებული ქართველ ლიდერებთან დიალოგის აუცილებლობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

Continue Reading

Previous: როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025