Skip to content
14/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს

მარშალ პრესი 16/05/2025
irakli kobakhidze

გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.

სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე.

„მნიშვნელოვანი სამიტია. ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, გვექნება საშუალება, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ. ასევე, გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: ჯო უილსონს არავინ კითხავს ვის მისცემენ ვიზას და ვის – არა
Next: ალენ ბერსე – ახლა დიალოგის მომენტია, სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ კობახიძესთან და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც არსებობს ასეთი შესაძლებლობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.