Skip to content
17/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება
  • უკატეგორიო

ამერიკული საინვესტიციო ფონდი BlackRock ორივე სისტემურად მნიშვნელოვანი ქართული კომერციული ბანკის აქციონერი გახდა

მარშალ პრესი 16/05/2025

საინვესტიციო ფონდი BlackRock-ის მიერ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ტრანზაქციის განხორციელებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი წერს, ეს მნიშვნელოვანი ოპერაციაა, რომელიც ფონდმა განახორციელა. დავით ქართველიშვილი წერს, რომ BlackRock, რომელიც ამჯერად „TBC ბანკის“ აქციების წილის მფლობელი გახდა, აქამდე ფლობდა სს „Bank of Georgia“-ს აქციებს და მის მსხვილ აქციონერად ითვლებოდა.

„ამერიკული საინვესტიციო ფონდი BlackRock ორივე სისტემურად მნიშვნელოვანი ქართული კომერციული ბანკის აქციონერი გახდა. ამ ფინანსურმა გიგანტმა, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტად ითვლება, ქართული სს „TBC ბანკის“ აქციების 5.02% შეიძინა. ეს ტრანზაქცია ლონდონში 2025 წლის 12 მაისს შედგა. როგორც Georgian Business Consulting იტყობინება, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო დროს გამართული ვაჭრობისას, BlackRock Inc.-მა პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა TBC Bank Group, PLC-ის (TBC PLC) აქციების 4.02%, ასევე კიდევ 1% ფინანსური ინსტრუმენტების სახით. შედეგად, BlackRock-ს საკუთრება გახდა JSC CB TBC Bank-ის აქციების 5.02%. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ BlackRock უკვე გახდა კიდევ ერთი ქართული კომერციული ბანკის, სს „Bank of Georgia“-ს მსხვილი აქციონერი,” – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
Next: ჯო უილსონს არავინ კითხავს ვის მისცემენ ვიზას და ვის – არა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025