Skip to content
17/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მუხროვანში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

მარშალ პრესი 16/05/2025
099

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვის ვადით გაწვეულმა 97 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს და კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეკრუტებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა, ხოლო კურსის ინსტრუქტორებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ მშობლებს შვილების მონახულების და მათთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.

დღეიდან ჯარისკაცები სპეციალური ოპერაციების სარდლობის სხვადასხვა მხარდამჭერ ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში სამხედრო დისციპლინებში ცოდნას გაიღრმავებენ. ისინი სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფებში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.

სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვით გაწვეულმა და საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა პირებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა მუხროვანში გაიარეს. რეკრუტებმა სამხედრო ტოპოგრაფია, პირველადი სამედიცინო დახმარება, კავშირგაბმულობა, საინჟინრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამწყობრო მომზადება გაიარეს და საბრძოლო თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს.

Continue Reading

Previous: საქართველო ევროვიზიის ფინალზე ამჯერადაც ვერ მოხვდა და კონკურსს გამოეთიშა
Next: ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა – უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025