Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო – მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?

მარშალ პრესი 15/05/2025
guram macharashvili

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სურდა „დიფ სთეითს“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას უკრაინაში მშვიდობა არ აწყობს, ხოლო საქართველო ამ კონფლიქტის გაგრძელების დამზღვევად წარმოედგინა.

„უკრაინას მშვიდობას და განვითარებას ადრეც ვუსურვებდით და ახლაც ასეა, თუმცა მაგალითები არსებობს იმის, რომ დიდი ქვეყნები ყოველთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ხომ ნახეთ რა თქვა სულ ორი დღის წინ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც იგივე „დიფ სთეითის“ წარმომადგენელია – უკრაინაში მშვიდობა არ გვაწყობს, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო. მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ? კუბილიუსი ხომ თავად არ წყვეტს ამ ყველაფერს, ამას წყვეტს ბიუროკრატია და „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა ევროკავშირში. სწორედ ამიტომ უნდოდათ საქართველოშიც მეორე ფრონტის გახსნა, რომ უკრაინაში თუ მშვიდობა დაისადგურებდა, საქართველოში ყოფილიყო [კონფლიქტის ზონა], ხოლო, თუ ორივეგან იქნება, ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: აშშ აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება – თეთრი სახლის სპიკერი
Next: ეს რა საცოდაობა ვნახე, ეს ჩერგოლეიშვილი რა დღეშია, ვერ “ჩაეკვეტა” ვერაფრით – თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025