Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს სოსო ჭანტურიას დაუმატა სასჯელი. წაუკითხეს ახალი ბრალი, დაუმატეს ორი წელიწადი, იმ ღამესვე გული გაუსკდა – მორგში სოსოს სხეული გამოტენეს ნახერხით და შიგნით კუნძი ჩაუდეს

მარშალ პრესი 15/05/2025
david kantaria

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც წამება, არაადამიანური მოპყრობა და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარიამ ისაუბრა. დავით ქანთარიას თქმით, როლანდ ახალაიას დავალებით სოსო ჭანტურიას გაშვების წინა ღამეს სასჯელი დაუმატეს, რის შედეგადაც მას გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

„როლანდ ახალიამ დაიჭირა სოსო ჭანტურია, აბაშის ყოფილი გამგებელი, ყოფილი პარლამენტარი, სოსო ჭანტურია გარდაიცვალა ციხეში. რატომ?! – როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს, უნდა გამოსულიყო სოსო, დაუმატა სასჯელი. მანამდე სოსო გულის შეტევით გადაიყვანეს, რამდენიმე თვეზე მეტი იწვა საავადმყოფოში. შემდეგ დააბრუნეს ციხეში, სოსო გამწარებით იხვეწებოდა კამერაში, წამიყვანეთ აი აქ ნუ მომკლავთო. საავადმყოფოდან ძლივს გამოიყვანეს დასჭირდა შულტირება . დააბრუნეს ციხეზე, გადაიყვანეს ზონაში და უნდა გავიდეს ხვალ, დღეს წაუკითხეს ახალი ბრალი და დაუმატეს ორი წელიწადი, იმ ღამესვე გული გაუსკდა და გარდაიცვალა. სოსო გაასვენეს „რეზბალნიცის“ მორგიდან. დღემდე ჩამესმის ყურში გასვენების დღე რომ იყო, პატიმრის რამდენჯერმე იყო ზარის დარეკა. სოსო სხეული გამოტენეს ნახერხით და შიგნით კუნძი ჩაუდეს, სულხან მოლაშვილმა და დათო მირცხულავამ არ დაუშვეს ეს, გააპატიოსნეს მიცვალებული და გამოუშვეს აბაშაში“,-განაცხადა დავით ქანთარიამ.

Continue Reading

Previous: უნივერმაღის” შენობის გარდა ახალაიამ წაგვართვა 21 ობიექტი – თამაზ წულაია
Next: როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. ეს „არაკორუმპირებული“ ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი- მამა და შვილები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025