Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არსებობს ამერიკული ხუმრობა – „ერთადერთი ქვეყანა, სადაც რევოლუცია არასოდეს მოხდება აშშ-ია. მიზეზი მარტივია – აქ აშშ-ის საელჩო არ არსებობს“. ჩვენ 2003 წელს, აშშ-ის ორგანიზებული რევოლუცია 9-წლიან დიქტატურად დაგვიჯდა

მარშალ პრესი 15/05/2025
zaza shatirishvili

ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და NGO – ების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ელჩები მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდნენ

„არსებობს ასეთი ამერიკული ხუმრობა – „ერთადერთი ქვეყანა, სადაც რევოლუცია არასოდეს მოხდება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. მიზეზი მარტივია – აქ ამერიკის საელჩო არ არსებობს“. ვისთვის ხუმრობა, მაგრამ ჩვენ, ქართველებს 2003 წელს, ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი და დაორგანიზებული რევოლუცია 9 წლიან დიქტატურად, ადამიანების მკვლელობად, ბიზნესის რეკეტად, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღებად და ტერიტორიების დაკარგვად დაგვიჯდა. 2003 წელს, ეგრეთ წოდებულ ვარდების რევოლუციას ადგილზე კოორდინაციას სწორედ ამერიკის საელჩო და საელჩოსთან დაკავშირებული NGO ორგანიზაციები უწევდნენ, როგორებიც იყო „კმარა“, „თავისუფლების ინსტიტუტი“ და სხვა. ამ ავბედითი დღის შემდეგ 22 წელი გავიდა, თუმცა არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ამ ქვეყნის საელჩოს საქართველოში ზნე და მიზნები არ შეუცვლია. სამწუხაროდ, ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული ქვეყანა გამუდმებით ცდილობს ჩვენი ქვეყანა რევოლუციის, არეულობის და დესტაბილიზაციის ქარცეცხლში გახვიოს და ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მათ მითითებებს ზედმიწევნით ზუსტად, უსიტყვოდ ასრულებდა.

ზოგადად, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს და აცნობიერებს, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ყველაფერნი არიან, გარდა დიპლომატებისა. უმეტესობა მათგანი, განსაკუთრებით დიფ სთეითის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მიერ მართული ქვეყნებიდან დანიშნული „დიპლომატები“ უხეშად ერევიან ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, სრულ კოორდინაციაში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან და უფრო მეტიც, ისინი სრულად აკონტროლებენ პატრონების დავალებით ე.წ ოპოზიციას. მაგალითები უამრავია. სულ ბოლოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისულმა გახარიამ პირდაპირ აღიარა, რომ გადადგომამდე მას ჰქონდა კომუნიკაცია კელი დეგნანთან, ისაუბრეს ყველაფერზე, მათ შორის ნიკა მელიას დაკავებაზე, ხოლო ამ შეხვედრიდან მეორე დღეს ყოფილმა პრემიერმა გუნდის ღალატის უპრეცედენტო აქტი ჩაიდინა და ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით თანამდებობიდან გადადგა.

აშშ -ს წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული კელი დეგნანი საქართველოში ბევრ სხვა სკანდალში გაეხვა. ის მუდმივად ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით კი ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გახდა თვალსაჩინო. მაშინ, როდესაც ამერიკიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED – მა პარალელური დათვლის შედეგებიც კი გააყალბა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოყვა, ელჩმა ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა მინიმუმ ერთი თვე მალავდა ამ სკანდალურ ფაქტს და ისე მართავდა მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და მის მიერ კონტროლირებულ ოპოზიციას შორის, რომ ამ ფაქტზე სიტყვა არ დასცდენია.

ამის შემდეგ იყო რუსეთ-უკრაინის ომი და ჩვენს სამშობლოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი, სადაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთ საკვანძო როლს სწორედ კელი დეგნანი ასრულებდა. მხოლოდ იმ სკანდალური ფაქტის ანალიზი, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა და პოლიტიკიდან გასულ ადამიანთან 3 საათის განმავლობაში დაჟინებით ითხოვდა პოლიტიკაში შემოსვლას და ანტიქართული ნაბიჯების გადადგმას, საკმარისია შესაბამისი დასკვნების გამოსატანად. ყველა კარგად ვხვდებით, რომ კელი დეგნანი ასრულებდა იმ დავალებას, რასაც დიფ სთეითისგან პირდაპირი ხაზით იღებდა, მაგრამ ცხადია, ეს გარემოება არ ამართლებს „დიპლომატის“ გაცხოველებულ მცდელობას, რომ როგორმე საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაეყოლიებინა „რუსეთისათვის პრობლემების შექმნაზე“. ამ ქალბატონის კიდევ ერთი, არანაკლებ სკანდალური ამბავი ბაკურიანის ცნობილ ტრენინგსაც უკავშირდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ აშშ – ს საელჩოს ხაზით საქართველოში პიტერ აკერმანი ჩამოიყვანეს. ეს ადამიანი ცნობილია, როგორც სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციების და გადატრიალებების მოწყობის სპეციალისტი. აკერმანმა სწორედ საელჩოს და ელჩი დეგნანის დავალებით და ორგანიზებით ბაკურიანში საიდუმლო ტრენინგი ჩაუტარა ასევე აშშ-დან დაფინანსებულ NGO ორგანიზაციებს, შეხვედრის შემდეგ გამართულ ვახშამს კი თავად დეგნანიც ესწრებოდა. თუმცა, ამ სკანდალური ტრენინგის შემდეგ რევოლუციის ცნობილი სპეციალისტი მალევე გარდაიცვალა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ, ვინ მოსთვლის, მერამდენე გადატრიალება აიცილა თავიდან.

ჩამოთვლილი მაგალითების გარდა, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩების ანტიქართული ქმედებები უამრავია და ყველაფერი ზედაპირზე დევს. კელი დეგნანზე არანაკლებ სახიფათო საქმიანობას ეწევიან ევროკავშირის, ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და სკანდინავიისა საელჩოები, თუმცა სამწუხაროდ, აქამდე არც ერთ მათგანს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია ზღვარგადასული და კომპეტენციის ფარგლებიდან შორს გასული ქმედებების გამო. მართალია, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ხშირად, დიპლომატიურად და ფრთხილად მიუთითებს ანტიქართული ქმედებებით ცნობილ დიპლომატებს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, მაგრამ ცხადია, ეს მოწოდებები არაფრისმომცემია.

თუმცა, იქამდე, სანამ ჩემს პოზიციას გავაცნობ საზოგადოებას, თუ როგორ მესახება საელჩოებისა და ელჩების თავაშვებული, ანტიქართული ქმედებების პრევენცია, აუცილებელია მოკლედ გავაანალიზოთ ის მოდელი, თუ როგორ არის ფორმირებული საქართველოში უცხო ქვეყნის საელჩოები. მაგალითისათვის ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. პირველ რიგში ყველაზე დიდი პრობლემა უწყებაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაა. დღეის მოცემულობით, აშშ-ს საელჩოში დაახლოებით 350 ადამიანი მუშაობს.

არადა, კეთილსინდისიერი დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას ამ რიცხვის 1/5 – იც არ სჭირდება. სწორედ საელჩოში დასაქმებული ხალხის რაოდენობიდან მომდინარეობს ყველა სხვა პრობლემა. წმინდად დიპლომატიური საქმიანობის განმახორციელებელი ადამიანების გარდა, საელჩოში არიან სხვადასხვა მიმართულების კოორდინატორები, რომელიც ფარავენ და აკონტროლებენ მედიას, NGO – ებს, სხვადასხვა ფონდებს, აწყობენ ტრენინგებს, ხშირ შემთხვევაში შეფარული საქმიანობით ავრცელებენ მათთვის სასურველ პროპაგანდას და აგიტაციას, უხეშად ერევიან განათლების, მედიცინის, სოფლის მეურნეობის და სხვა საკვანძო სფეროებში.

ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს მათვე დაარსებული და გაკონტროლებული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებენ. საბოლოოდ კი, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან, მათ მიერ გამოზრდილ და გამოკვებილ ხალხს ხელისუფლებას უპირისპირებენ, თავად კი გვერდზე იწევიან და სიტუაციას „სამოქალაქო საზოგადოების პროტესტად“ ასაღებენ. ანალოგიური მეთოდით, ოღონდ მასშტაბში უფრო მცირე ფორმით მუშაობენ ევროკავშირის, ბალტიისპირეთის, სკანდინავიის ქვეყნებისა და ევროპული ქვეყნების ცალკეული საელჩოები. სწორედ იმ ქვეყნის ეგრეთ წოდებული „დიპლომატიური სამსახურები“, რომლებიც როგორც აღვნიშნე, პირდაპირ კონტროლდებიან დიფ სთეითის, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ. და თუკი ამერიკაში ჯერ კიდევ ეჭვია, დიფ სთეითი ისევ მართავს თუ ტრამპმა შეძლო სადავეების ხელში აღება, ევროპაში ამის ეჭვი არ არსებობს, ევროკავშირის ელჩი სწორედ დიფ სთეითის მსახურია და ისე იქცევა როგორც ამას არაფორმალური მმართველები, ოლიგარქები დაავალებენ.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოში აკრედიტირებული „დიპლომატიური კორპუსის“ რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად, რადგან წარმოუდგენელია, ამ ქვეყანამ მუდმივ რყევებსა და ჯანჯღარში იცხოვროს. გასაგებია, რომ დღეს მთავრობა წარმატებით ართმევს თავს ყველანაირ უცხოურ ზეწოლას, თუმცა ქვეყნის საბოლოოდ დამშვიდებისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაუბრუნდეს საკუთარ საქმიანობას და განიარაღდეს იმ მანკიერი ბერკეტებისგან, რაც საქართველოს მუდმივ ტურბულენციაში ამყოფებს. ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით.

ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში, რამეთუ ყველა კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას 350 ადამიანი არ სჭირდება. საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს, დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან. ასევე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და NGO – ების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნებს ელჩებს და საელჩოებს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში“, -წერს ზაზა შათირიშვილი.

Continue Reading

Previous: იდეალური, უცოდველი და უღალატო მმართველი სისტემის მაძიებელი ეს “დონ კიხოტი” ადრე თუ გვიან დაიღლება რეალური “მეწისქვილის” პირობებში “ქარის წისქვილებთან” უშედეგო ბრძოლით და დაუბრუნდება თავის “დულსინეას”
Next: იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025