Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გურამ თირქია გიგი უგულავაზე: ვუთხარი ჩემ დისშვილს გუბერნატორი რეკავს მეთქი. ეუბნება 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. უარი რომ მიიღო ანზორისგან დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო

მარშალ პრესი 15/05/2025
tirqia5

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ ისაუბრა.

მან ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც გიგი უგულავამ მის დისშვილს დაურეკა და 5 მილიონი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა.

„მირეკავს გიგი [უგულავა], თქვენი დისშვილი თბილისში არისო. ვუთხარი ჩემ დისშვილს გუბერნატორი რეკავს მეთქი. მომეციო და ადგა სუფრიდან, ავდექი მეც და გავყევი. ჰოდა ეუბნება 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. ფერი შეეცვალა, რა უჭირს საქართველოს მითხარიო და რისთვის ვაგზავნიო ხომ უნდა ვიცოდეო, რაც შემეძლო გავუკეთეო. დედამისი დასაფლავებულია ვაკეში შარტავას გვერდით ჰოდა იქ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა და მითხარითო კონკრეტულად რისთვის გინდა ეს თანხაო. შენ ბიძასო სასტუმროს ავუშენებ ერთსო. ნუ წუხდებითო, ამას მე ავაშენებო და უარი რომ მიიღო ანზორისგან დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო. უპასუხა რომ ეს შეიძლება დროებით წაართვათო ჩემ ბიძას, მაგრამ დასადგომ ადგილს საქართველოში თქვენ წაგართმევთო“, – განაცხადა გურამ თირქიამ.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, მერიის თანამშრომლებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა
Next: გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, დასაშვები არისო?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.