Skip to content
08/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

მარშალ პრესი 15/05/2025
irakli kobakhidze

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობა არა მარტო რადიკალურად არის გაუმჯობესებული 2012 წლის მდგომარეობასთან შედარებით, არამედ, საქართველო წინ უსწრებს ბევრ ქვეყანას.

„რა უნდათ ჩვენი პატარა ქვეყნისგან? საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობით არიან შეწუხებულები, სასაცილოა. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობა არა მარტო რადიკალურად არის გაუმჯობესებული 2012 წლის მდგომარეობასთან შედარებით, არამედ, ჩვენ წინ ვუსწრებთ უამრავ ქვეყანას. ერთ-ერთი რეიტინგი გამოქვეყნდა ახლახან, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით. ამ მიმართულებით მარტო ამ წელიწადში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება აბსოლუტურად. ყველაფერი ღია და საჯაროა. გამჭვირვალეა ყველა ის საქმიანობა რაც სამთავრობო უწყებების მხრიდან ხორციელდება. პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დავუშვათ, გვაქვს სერიოზული პრობლემები დემოკრატიაში. 200 ქვეყანაა მსოფლიოში. ამ 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანაა, რომელსაც გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს. არის აბსოლუტური მონარქიები მსოფლიოში, არსებობს ერთპარტიული სისტემები, გაცხადებული ავტოკრატია აქვთ, სადაც ადამიანის უფლებები კონსტიტუციით არ აქვთ დადგენილი. ასეთი სახელმწიფოები არსებობს და იმათთან თანამშრომლობენ, მეგობრობენ, მუშაობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ. სრული აბსურდი რომ არის, ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი
Next: ირაკლი კობახიძე ალბანეთში ვიზიტზე – ერთადერთი საკვანძო, ძირითადი გზავნილი, რაც შეიძლება გვქონდეს, ეს არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.