Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რომელ ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგზე ბრძანებს ბატონი ჰერჩინსკი?

მარშალ პრესი 14/05/2025
nino pochkhua

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროკავშირის წარმომადგენლის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი რიტორიკა პირდაპირი ჩარევაა საქართველოს შიდა საქმეებში.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ აიღო გეზი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ, და ამ გზაზე ვერავინ შეუშლის ხელს.

„ასე პირდაპირ, ასე ღიად ებრძოდე ქვეყანას, სადაც ევროკავშირის წარმომადგენელი ხარ, დაუჯერებელია. რომელ ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგზე ბრძანებს ბატონი ჰერჩინსკი, იმ პარტიაზე ხომ არა, რომლის მართველობის დროს იყო ტერორი საკუთარ მოქალაქეებზე, ბიზნესის წართმევა, ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევა, უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა და ა.შ. რომელ პოლიტიკოსებს იცავს ბატონი ჰერჩინსკი, რომელებიც კორუფციულ საქმეებში არიან მხილებული და ბიუჯეტის ხარჯზე მილიონები დააგროვეს?
ქვეყნის შიდა საქმეები არ არის ბატონი ჰერჩინსკის გადასაწყვეტი, ნურც დაუმსახურებულ სანქციებით შეაშინებს ხალხს. საქართველოს და მის ხელისუფლებას აღებული აქვს გეზი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გზაზე და ამას ვერავინ შეუშლის ხელს.“ – წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: 2003-2012 წლებში ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. სისტემის შემქმნელები დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, რაც საზოგადოების აბუჩად აგდება და თვალებში ნაცრის შეყრა არის
Next: ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.