Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გათვითცნობიერებული არ არის, ვისი პრეზიდენტია – მიხეილ ყაველაშვილი

მარშალ პრესი 16/06/2022

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სალომე ზურაბიშვილი გათვითცნობიერებული არ არის ვისი პრეზიდენტია, მისი ბრიფინგი იყო არეული, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.

უმრავლესობის წევრის შეფასებით, პრეზიდენტი საუბრობდა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ან რომელიღაცა ქვეყნის ელჩი.

„ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის გათვითცნობიერებული არ არის, ვისი პრეზიდენტია. ბრიფინგი იყო არეული. ის არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ან რომელიღაცა ქვეყნის ელჩი ისე საუბრობდა.

ღვთის წყალობით, ნელ-ნელა ყველა მივდივართ და ვთანხმდებით, რომ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ამ პროცესს ხელი არავინ შეუშალოს.

საქართველოს მოქალაქის არჩევანს და გადაწყვეტილებას ვერც ხელოვნურად, ვერც შანტაჟით და ვერც მანიპულაციებით ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ვინმემ ამ თავისუფალი არჩევანის განსაზღვრაში ხელი შეუშალოს მათ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ მათ ჩვენ სიმართლე ვუთხრათ, რა შევძელით, რა ვერ შევძელით, შემდეგ მათ შეაფასონ. არ მოსწონთ „ქართული ოცნება“? გაისტუმრონ სახლში, ეს არის დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: თეა წულუკიანი: სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
Next: კარგა ხანია ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს – არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025