Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე წარმოვადგენდი ჩემს თავს და არა ორგანიზაციას

მარშალ პრესი 13/05/2025
nana kakabadze

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მის მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს, რომელიც 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე მის დასწრებას შეეხება.

როგორც მან აღნიშნა, შეკრებაზე ის იყო პირადი მიწვევით და არ წარმოადგენდა “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს”. მისივე თქმით, არასოდეს არ უთქვამს, რომ წინააღმდეგი არის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, უბრალოდ, ეს მისწრაფება მტრულ ძალებს არ უნდა გამოვაყენებინოთ შანტაჟის ინსტრუმენტად.

“ლიბერ პროპაგანდისტებმა წამოიწყეს მორიგი ბინძური ცილისმწამებლური კამპანია, რაც არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს.

საქმე ეხება პირადი მიწვევით ჩემს დასწრებას 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე.
ცილისმწამებლებმა ჩათვალეს, რომ კარგი მომენტი იყო “ნეიტრალურ საქართველოს”იდეისა და მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის” დარტყმის მისაყენებლად და დაიწყეს სუსტი (ჩემი აზრით) პოზიციიდან შეტევა. რამდენადაც მე იმ შეკრებაზე წარმოვადგენდი ჩემს თავს და არა ორგანიზაციას, გაგაცნობთ ჩემს პირად პოზიციას:

დიახ, მე მიმაჩნია, რომ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და ის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოში

დიახ, მე მიმაჩნია, რომ რუსეთთან საჭიროა დიალოგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ასევე სხვა საკითხებზე

დიახ, მე მიმაჩნია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბარი სატყუარაა, რომელმაც შეიძლება უბედურება მოუტანოს ჩემს ქვეყანას

არასოდეს არ მითქვამს, რომ წინააღმდეგი ვარ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, უბრალოდ, ჩვენი ეს მისწრაფება მტრულ ძალებს არ უნდა გამოვაყენებინოთ შანტაჟის ინსტრუმენტად. დანარჩენი, ვინ ვისთან ერთად მოაწერს ხელს რაიმე დოკუმენტს, ეს მხოლოდ შეფასების საგანია”, – წერს ნანა კაკაბაძე.

Post navigation

Previous: ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას, და ქვეყანაზე გარე კონტროლის დაუშვებელი დოზით ზრდას
Next: გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.