Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ამ დუმილს, გამოდის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იკავებს გაუქმებული USAID – ის პოზიციებს

მარშალ პრესი 13/05/2025
rati ionatamishvili

როდესაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ამ დუმილს, გამოდის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იკავებს გაუქმებული USAID – ის პოზიციებს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იდგნენ არა გაუქმებული USAID – ის მხარეს, არამედ ქართველი და ამერიკელი ხალხის თანამშრომლობის მხარეს, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

„იმის შეხსენება, რომ საქართველომ გაიღო ძალიან ბევრი ამერიკისთვის და საერთაშორისო მშვიდობისთვის, ამ მხრივ შეიძლება ითქვას გამორჩეული პარტნიორი და მხარდამჭერი იყო საქართველო აშშ-ის, ეს არის ანგარიშგასაწევი და დასაფასებელი. ვინც ამას არ ითვალისწინებდა ეს ჩვენ ვიცით რომ იყო „დიფ სთეითი“ და წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც უხეშად ლახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს. ვფიქრობ, რომ ნამდვილად მოვიდა დრო იმისა, რომ კონკრეტული განცხადებები გაკეთდეს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტი ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. ამის თაობაზე, ცნობილი პრემიერ მინისტრის ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ გახდა, რომლის ადრესატებიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი არიან. საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

Continue Reading

Previous: ე.წ. მეგობარი აქტი, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც სინამდვილეში საქართველოშია. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას განცხადების სახით
Next: საქართველო იმყოფება “ცალმხრივი მეგობრობის” მძევლობაში – უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, “ევროსაბჭოთა კავშირი”, ამერიკა, საიდანაც გამოსვლის დროც დგება – ოღონდ ბურთიც და მოედანიც ვაშინგტონის მხარეზეა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025