დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

423
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ე.წ. ,,ჯიჯიაანთ უბნის“ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა გამარჯვებაში მერის წარმომადგენელთან, ზვიად ზვიადაურთან ერთად დაათვალიერა და უბნის მაცხოვრებლებს გაესაუბრა. მოსახლეობის განცხადებით , გზა დიდი ხანია ამორტიზირებულია და მისი მოასფალტება უბნის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია , რისთვისაც მათ მერს მადლობა გადაუხადეს. ე.წ. ,,ჯიჯიანთ უბნის“ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები გასულ თვეს დაიწყო და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოსთვისაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 808 500 ლარს შეადგენს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა საავტომობილო გზების მოწყობის სამუშაოები პარალელურ რეჟიმში გამარჯვებაში, ზემო მაჩხაანში, ქვემო ქედსა და ოზაანში მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის კიდევ რამიოდენიმე სოფელში დაიწყება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება