Skip to content
12/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

მარშალ პრესი 12/05/2025
shalva papuashvili

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას. ამ მხრივ ვხედავთ გამოფხიზლებას ევროპის შიგნითაც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

„როდესაც საზოგადოება ხვდება უკვე, რომ აბსოლუტური ყალბი იდეოლოგიები, ლიბერალიზმის არასწორი გაგება და საერთო ჯამში ორუელისეული მიდგომები როდესაც ხდებოდა ჩანაცვლება ნამდვილი ღირებულებებისა ყალბი ღირებულებებით, ეს ეპოქა დასრულდა და მნიშვნელოვანია, რომ ამას თვალი გაუსწოროს ყველა ხელისუფლებამ ევროკავშირის შიგნით.

რაც შეეხება სამომავლო კონსტრუქციას, ამ მხრივ ვხედავთ ძვრებს, რომელიც მსოფლიოში ხდება, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, იმ მომენტშივე ითქვა, რომ ეს იყო ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები. სად მიგვიყვანს ეს ძვრები რთულია იწინასწარმეტყველო, თუმცა ჩანს, რომ ევროპაში ბევრი დღესაც არ არის მზად, რომ შეხვდეს ამ საკითხს სერიოზულად იმ მხრივ, რომ კომპეტენტური პასუხები ჰქონდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ გარემოებამ შექმნა.

ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან და ამ მხრივ დასაფასებელია პრემიერ-მინისტრ ორბანის მოწოდება, მათ შორის დღეს ამ ფორუმის წინაშე, რომ სრული პასუხისმგებლობით და გააზრებით მიუდგეს ყველა ხელისუფალი, საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიუდგეს იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმოიშვა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც კი მოიხსნება არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, ეს ურთიერთობა ამ ტყვეობიდან იმ მომენტშივე გამოვა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწროსაზეიმო წირვას დაესწრო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025