თბილისი პრაიდთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

275
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის
ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

1 ივლისს დაგეგმილ ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში
იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან. ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების
მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები
ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ
იქნას 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება,
მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების
თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ
პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს
საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი
დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება