Skip to content
04/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილი ჭკუამ წლების წინ მიატოვა – თამარ ჩერგოლეიშვილი

მარშალ პრესი 11/05/2025
tamar chergoleishvili

სააკაშვილის დაჯგუფება გამომწვევად იქცევა, ეს გასაკვირი არაა, რადგან პროტესტი მიშას შესახებ არაა, თვლის, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მომენტუმი აქვს და პროტესტში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს სასოწარკვეთილად, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „დამყოფი თემის აქტუალიზაცია მიშას არაფერს მოუტანს, ბრაზის გარდა, მაგრამ პროტესტის სულისკვეთებას ზიანს აყენებს“.

„ეს მისთვის დამახასიათებელი ქცევაა – ავი ძაღლია, ვერც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს. იქამდე სალომე ზურაბიშვილს წინააღმდეგობის პლატფორმას ურტყამდა, რადგან არც ისაა მის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ მას მერე დაუპირისპირდა, რაც შეწყალება ვერ მიიღო, სანამ შეწყალების იმედს ებღაუჭებოდა, ქათინაურებით ავსებდა, ემლიქვნელებოდა, ერთიან სიაში პირველობას სთავაზობდა, მისი სპიკერები ზურაბიშვილს თამარ მეფეს ადარებდნენ. „ფედერალისტების“ ჩეთში მკითხეს, ნუთუ ჭკვიანი არ ჰყავს, ურჩიოს, რომ მის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, რასაც ახლა აკეთებს, არც მას აწყობს პროტესტის დაზიანებაო. არა! არ ჰყავს. სააკაშვილი ჭკუამ წლების წინ მიატოვა, მის ირგვლივ ჭკუა ვერ გაიხარებს – თვითდესტრუქციულია. რა ილუზიებმაც ივანიშვილის დილეგამდე მიიყვანა, იმავე ილუზიებით მიჰყავს ეს ქვეყანა რუსეთის დილეგში – მისი ხელიდან. მაგრამ მგონია, რომ ვერ შეძლებს – პროტესტი მასაც გადაჯეგავს, თუ წარმატებული იქნა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ვიღაც ტატრაყუნა ცვედანმა უკანალი უნდა მიუშვიროს ქართველ ერს? – თინათინ მღდვლიაშვილი
Next: სააკაშვილთან ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს, ოღონდ ეს მოხდება მისი პატიმრობის დასრულების შემდეგ – ნიკა მელია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025