Skip to content
10/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც ორი კვირის განმავლობაში ემზადები 9 მაისს ჩასატარებელი აქციისთვის და ათი პარტია შეძლებს მაქსიმუმ 2 ათასი ადამიანის მობილიზებას, ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია, ზოგადად, ოპოზიცია

მარშალ პრესი 10/05/2025
irakli cheishvili

როდესაც ორი კვირის განმავლობაში ემზადები 9 მაისს ჩასატარებელი აქციისთვის და ათი პარტია შეძლებს მაქსიმუმ 2 ათასი ადამიანის მობილიზებას, ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია, ზოგადად, ოპოზიცია, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკვე საკუთარი მხარდამჭერებიც არ ენდობიან ოპოზიციურ პარტიებს.

„როდესაც ორი კვირის განმავლობაში ემზადები 9 მაისს ჩასატარებელი აქციისთვის და ათი პარტია შეძლებს მაქსიმუმ 2 ათასი ადამიანის მობილიზებას, ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია, ზოგადად, ოპოზიცია.

უკვე საკუთარი მხარდამჭერებიც არ ენდობიან ოპოზიციურ პარტიებს იმიტომ, რომ ტყუილზე და ზოგადად, ქვეყნის მტრობაზე აგებული პოლიტიკა აქვთ ამ წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზება და ანონსი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე ადგილიდან მსვლელობა გაიმართა.

Continue Reading

Previous: სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი
Next: მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025