Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოში დემოკრატია დღეს არის გაცილებით მაღალ დონეზე, 800 საქმე მიდიოდა ყოველწლიურად სტრასბურგის სასამართლოში და ახლა მიდის 60, ანუ 12-ჯერ ნაკლები, ასეთი წინსვლა არ ჰქონია არცერთ ევროპულ ქვეყანას

მარშალ პრესი 15/06/2022
სოზარ სუბარი

ოპოზიციამ მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ ასეთი დამაზიანებელი რეზოლუცია ყოფილიყო, მაგრამ ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ამას ვერ მოახერხებდა ოპოზიცია ზუსტად ამ ხაზს რომ არ იზიარებდნენ გარკვეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები ევროპაში და იმ პოლიტიკოსებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ამ რეზოლუციაში რაც წერია, ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიაკში“ განაცხადა.

„საქართველოში დემოკრატია დღეს არის გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე ეს იყო იმ პერიოდში, რომელსაც ისინი ლობირებდნენ. საუბარია მარტივ თემაზე: 800 საქმე მიდიოდა ყოველ წლიურად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან და ახლა მიდის 60, ანუ 12-ჯერ 13-ჯერ ნაკლები, ეს არის ისეთი წინსვლა, რომლის მსგავსიც არ ჰქონია არცერთ ევროპულ ქვეყანას და ეს არამხოლოდ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უკრაინაში და მოლდოვაში, არამედ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. ეს მათ ძალიან კარგად იციან, მაგრამ მიიღეს ასეთი რეზოლუცია“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც ხელისუფლება ისედაც მართავდა კონსულტაციებს ევროკავშირში გაწევრიანების განცახადთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა რომ პარლამენტისთვის იმავე საკითხზე მიემართა.

„რადგანაც იმ პერიოდში უკრაინამ შეიტანა განაცხადი და საქართველოს ხელისუფლებამ დავიწყეთ კონსულტაციები ერთის მხრივ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და მეორეს მხრივ მოლდოვასთან, რომ გვცოდნოდა რას აპირებდა მოლდოვა, ამ დროს ქალბატონმა სალომემ გადაწყვიტა ჩამოსულიყო და სასწრაფოდ დაეყენებინა ასეთი მოთხოვნა პარლამენტის წინაშე, რომ რაღაცნაირად ლიდერის ფუნქცია მოერგო საკუთარ თავზე. 3 წლის განმავლობაში ქართული ოპოზიცია არ ცნობდა, როგორც პრეზიდენტს და მის არსებობას და შარლ მიშელის კონსულტაციების პერიოდში როდესაც ოპოზიციამ ცნო, რომ თურმე ეს პრეზიდენტი არსებობს, მას უეცრად მოეწონა ეს ლიდერობა და აქ გადაწყვიტა, რომ ამ თემაში ყოფილიყო ლიდერი. როდესაც ვლაპარაკობთ ერთიანობაზე, ერთიანობა მაშინ იქნება წარმატებული, თუ ერთმანეთის გადასწრებაზე კი არ ვითამაშებთ, არამედ მართლა ერთად გავაკეთებთ ქვეყნის საქმეს“, – განაცხადა სუბარმა.

Post navigation

Previous: ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზეა მიწვეული, სადაც უკრაინის საკონტაქტო ჯგუფია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკრაინას იარაღით ვერ ეხმარება
Next: შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.