Skip to content
10/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში – ლევან მაჭავარიანი ელენე ხოშტარიას

მარშალ პრესი 09/05/2025
levan machavariani3

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელენე ხოშტარიას მხრიდან, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.

„როდესაც დიპლომატიური კორპუსი ასეთი ტიპის კამპანიებზე დუმს, ისინი ირიბადაც და პირდაპირაც ამ ყველაფერს ახალისებენ, ვინაიდან იციან, რომ ამ ყველაფერს აორგანიზებენ ის „ენჯეოები“, ვინც მათივე ფულით ფინანსდებიან.

როდესაც მთელმა საქართველომ იცის, რომ უკვე წლებია, ძალიან დიდი ფულით ფინანსდები რუსეთის ბიუჯეტიდან შენ და მთლიანად შენი ოჯახი და კიდევ სხვას რომ დაუძახებ რუსეთუმეს, არ ვიცი, სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში“, – განაცხადა მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიას მისამართით.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მედიაზე თავდასხმის ადგილად იქცა. ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

Continue Reading

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი მიულოცა
Next: ევროკავშირის ელჩი ერთი მხრივ საუბრობს, რომ არ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და პოლიტიკაში, მეორე მხრივ კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მეტი ჩარევა რა შეიძლება იყოს?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025