Skip to content
10/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს. ამომრჩეველს ერთადერთ რამეს ჰპირდებიან, რომ გარედან მიღებული მითითებებით იმოქმედებენ

მარშალ პრესი 09/05/2025
shalva papuashvili

როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს. ესეც ხომ ბუნებრივი და თავისთავადი, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

,,ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება ერთადერთ რამეს, რომ იმოქმედებენ გარედან მიღებული რეკომენდაციებით, რჩევებით, თუ მითითებებით. ოპოზიცია და ენჯეო სექტორი დღეს საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთ რამეს საყვედურობენ, ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწე რომ გეუბნება, რატომ არ უჯერებ ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწესო. ამ დონეზე ესმით მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის მათთვის პრობლემა.

დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მომენტისთვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არათუ ემზადებიან, უკვე აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული, რეგიონებში მითითებები აქვთ მიცემული. სასაცილოა, თავის ამომრჩევლებს რომ თვალში ნაცარს აყრიან და თავები მოაქვთ რევოლუციონერებად. ამ ადამიანებს თავი მოაქვთ რევოლუციონერებად და ამ დროს არჩევნებისთვის ორგანიზება, მომზადება აქვთ დაწყებული. პატარა ქვეყანაა და ყველა ხედავთ ამას, მით უმეტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ეს ყველაფერი რეგიონში ჩანს, არ იმალება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი
Next: საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025