Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ ჩავატარებთ აქციას 18-ში და შინაარსობრივად შევუერთდეთ როგორც 16-ის, ისე 20-ის აქციას

მარშალ პრესი 15/06/2022
ვახტანგ მეგრელიშვილი

ჩვენ ჩავატარებთ აქციას 18-ში და შინაარსობრივად შევუერთდეთ როგორც 16-ის, ისე 20-ის აქციას,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ფაქტობრივად ჩვენი დამოკიდებულებით ნებისმიერ აქციას შევუერთდებოდით. შევუერთდებოდით როგორც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ან ნებისმიერ აქციას, რომელიც გულწრფელად ირჩევდა ქვეყნის ევროკავშირში განვითარებას. მაგრამ გამოვიდა, რომ ეს ამბავი ასე არ არის. ისევ „ნაცებისა“ და „ქოცების“ დაპირისპირებაში აღმოვჩნდით. 16-ში, ასე გაფორმდა, რომ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აქცია და 20-ში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების. ერთადერთი, რაშიც მე ვარ დარწმუნებული, ჩვენ არასდროს უნდა დავიკავოთ მხარე. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელი აქცია ერჩივნათ 16, 20 თუ 18 და ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობამ 18 აირჩია. ამიტომ, ჯობია ჩვენ ჩავატაროთ აქცია 18-ში და შინაარსობრივად შევუერთდეთ როგორც 16-ის, ისე 20-ის აქციას. ჩვენთან მოსული ადამიანები მიითვალოს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ შეგვიძლია შევთანხმდეთ, მაშინ იყოს ასე, 18-ში შევიკრიბოთ ადამიანები, ვისაც არც „ქოცები“, არც „ნაცები“ და არც ეს დაპირისპირება მოგვწონს“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: ვატო შაქარიშვილი: ქალბატონმა სალომემ შეურაცხყოფა მოგვაყენა, როდესაც გვითხრა, რომ ყველას გვეჩვენება მეორე ფრონტის გახსნის დაჟინებული მცდელობა, რასაც 24 თებერვლიდან, ჩვენი თვალით ვხედავთ და ჩვენი ყურით ვისმენთ
Next: ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზეა მიწვეული, სადაც უკრაინის საკონტაქტო ჯგუფია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკრაინას იარაღით ვერ ეხმარება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.