Skip to content
10/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიფ სთეითის ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ

მარშალ პრესი 09/05/2025
irakli

დიფ სთეითის ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააწესა სანქციები, მებრძოლი მოხალისეები არ გაგზავნა უკრაინაში, რასაც მოჰყვა ეს უსამართლობა.

„დიფ სთეითის ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ, 2022 წლიდან მოყოლებული, მინდა გაგახსენოთ, რა გავაკეთეთ – შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, 5000-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადეს ჩვენმა საჯარო მოსამსახურეებმა. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და წელიწად-ნახევარი გაგრძელდა დამატებით ეს უსამართლობა. ამის შემდეგ კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდა ეს უსამართლობა, რომელსაც არავითარი დასაბუთება არ ჰქონდა. სანქციები არ დავაწესეთ, მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ და ამას მოჰყვა ეს უსამართლობა. თქვენ შეგიძლიათ, მიიჩნიოთ, რომ ეს იყო დამთხვევა, თუმცა, ეს ბუნებრივია, არ იყო არავითარი დამთხვევა. დაიწყო უსამართლობა და ეს უსამართლობა გრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

 

Continue Reading

Previous: 80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები გასრესდა
Next: ფეხი არ დაუცდეთ, ეს ძალიან მკაფიო გაფრთხილებაა – ირაკლი კობახიძე 26 მაისს, ოპოზიციის გეგმებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025