Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რომის ახალი პაპი ლეო მე-14 იქნება

მარშალ პრესი 08/05/2025
robert prevost

სიქსტეს კაპელის თავზე თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ რომის პაპი აირჩიეს.  ის არის კარდინალი რობერტ პრევოსტი, რომელმაც პაპის სახელად ლეო მე-14 აირჩია, შესაბამისად, რომის ახალი პაპი ლეო მე-14 იქნება.

როგორც კი კანდიდატი ხმების ორ მესამედზე მეტს მიიღებს, კონკლავის ყველაზე მაღალი რანგის კარდინალი მას ორ კითხვას დაუსვამს.

პირველი, „აღიარებთ თუ არა თქვენს კანონიკურ არჩევას უზენაეს პაპად?“

შემდეგ კი: „რა სახელით გსურთ, რომ დაგიძახონ?“

პაპის მიერ სახელის არჩევა შეიძლება მიუთითებდეს მისი პაპობის მიმართულებაზე. გარდაცვლილმა პაპმა ფრანცისკემ სახელი აირჩია ასიზელი ფრანცისკეს პატივსაცემად, იტალიელი წმინდანის, რომელმაც უარი თქვა ოჯახის სიმდიდრეზე და ღარიბების დამცველად. ის იყო პირველი პაპი, რომელმაც ფრანცისკეს სახელი აირჩია.

ფრანცისკეს წინამორბედმა, პაპმა ბენედიქტ XVI-მ განაცხადა, რომ მან სახელი – რაც ლათინურად „კურთხეულს“ ნიშნავს – ბენედიქტ XV-ის პატივსაცემად აირჩია, რომელმაც, მისი თქმით, ეკლესიის მართვაში პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო მონაწილეობა.

Continue Reading

Previous: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა
Next: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025