Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუკი საქართველოს ხელისუფლება იყო პრორუსული, ან პროჩინური, მაშინ რანაირად ანდობდა აშშ ჩვენს ჯარისკაცებს მონაწილეობის მიღებას მის სამშვიდობო მისიებში?

მარშალ პრესი 08/05/2025
david kartvelishvili

„ამ მეგობრულ-არამეგობრული აქტის მიღების ისტორიაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ დონალდ ტრამპი მის ადმინისტრაციასთან ერთად ნამდვილად იმყოფება იმ „დიფ სთეითის“ ტყვეობაში, რომლის დამარცხების ან დასუსტების დაპირებით წარსდგა მსოფლიოსა და თავისი ამომრჩევლის წინაშე“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მსოფლიოში მიმდინარე არცთუ სახარბიელო პოლიტიკური პროცესების ფონზე ფარავს არა ჩრდილოატლანტიკური თუ რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგა, არამედ, ის საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ინტერესებს ცდება. „ის მიდგომა, რაც, რეალურად, ამ არამეგობრულ აქტშია საქართველოს მიმართ, გაუგებარია.

გაუგებარია იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ათობით წლის განმავლობაში პროამერიკული პოლიტიკის ცენტრს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიაში; წარმოუდგენელია იმ საქართველოს მიმართ, რომელიც 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში სწორედ, რომ აშშ-ის ინტერესებს იცავდა. საქართველომ ამ ოპერაციებში სისხლიანი ხარკი გაიღო – 36 დაღუპული, 435 დასახიჩრებული (აქედან 35-მა კიდურების ამპუტაცია გადაიტანა), უდიდესი წილი კი ამ სისხლიანი ხარკისა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში იქნა გაღებული.

თუკი საქართველოს ხელისუფლება იყო პრორუსული, ან პროჩინური, მაშინ რანაირად ანდობდა აშშ ჩვენს ჯარისკაცებს მონაწილეობის მიღებას მის სამშვიდობო მისიებში – ავღანეთში, ერაყში და ა.შ.? თან, NATO-ს სწავლებები დღესაც მიმდინარეობს საქართველოში და რას შეიძლება ეს მივაწეროთ? ეს ხომ ფარისევლური და გაუგებარი მიდგომაა საქართველოსთან მიმართებით? ამიტომ, დღეს საქართველოს ფარავს არა ჩრდილოატლანტიკური თუ რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგა, არამედ, ის საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ინტერესებს ცდება.

ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ აშშ-ის პრაგმატიკოს პოლიტიკოსებს, რომელთა რიგში შედის ბიზნესმენი, ფინანსისტი და ეკონომისტი დონალდ ტრამპი, რომელსაც, ასევე, ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოზე გადის ის გზაჯვარედინი, რომელიც ორ ღერძს აერთიანებს. საქართველო კი ამ გზაჯვარედინიდან ვერსად გაქრება. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია და პოლიტიკა, რომელიც არ არის დაფუძნებული არც პროვოკაციებსა და არც – შეტევაზე. ვითმენთ ყველაფერს, რადგან არ გვიღირს, ამ დონემდე შევიდეთ კინკლაობაში. ამ ყველაფრის ფონზე, რა გააკეთა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე? ყირგიზეთს გაუუქმა სავიზო რეჟიმი, რაც პირველი ივნისიდან შევა ძალაში. მაინტერესებს, ყირგიზეთმა რა წვლილი შეიტანა აშშ-სთან თავის ურთიერთობებში ისეთი, რაც ვერ მოახერხა საქართველომ ათობით წლის განმავლობაში?“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Continue Reading

Previous: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა
Next: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025