Skip to content
08/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს

მარშალ პრესი 08/05/2025
SHALVA PAPUASHVILI

სამწუხაროდ, აშშ-ის გუშინდელი განცხადება, გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს. გუშინ ვნახეთ პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია, როგორ ცდილობდა, დაეზაფრა საზოგადოება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ აშშ-ის საელჩოს მიერ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურებაზე და საელჩოს მხრიდან არაკოორდინირებულ ქმედებაზე.

„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი, რომ არ შეიძლება, ხალხით სავსე თეატრში იყვირო – „ხანძარია!“. სამწუხაროა, სუს-ის განცხადებიდან როგორც შევიტყვეთ, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება მოხდა უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან და ეს კონტაქტები არსებობს და ძალიან დასანანია და გასაკვირია, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება. საერთო ჯამში, შევხედეთ, რას იწვევს ასეთი განცხადებები. აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის ნირი, რომ ისტერია დათესონ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რათა კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება, გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს. გუშინ ვნახეთ პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია, როგორ ცდილობდა, დაეზაფრა საზოგადოება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, წინდახედულობაა საჭირო, მით უფრო აშშ-მა იცის, რა ტიპის პროპაგანდისტული მედია, როგორი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“ არსებობენ ქვეყანაში და მათ არ უნდა მისცეს ნოყიერი ნიადაგი.

„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ასეთი განცხადება რომ დაედო, რომ ამერიკელო ხალხო, ბომბები დევს სადღაც, წარმოგიდგენიათ? ხომ დადასტურდა, რომ არ იყო სარწმუნო ინფორმაცია, მათ შორის სუს-ის განცხადებითაც“, – მიმართა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხში არ იყო სათანადო კოორდინაცია საელჩოსი სუს-თან და დარწმუნებულია, რომ მომავალში ასეთი აღარ მოხდება.

„კიდევ ერთხელ, თავად ამერიკის მართლმსაჯულების პრინციპია, რომ არ შეიძლება, ხალხით სავსე თეატრში შევარდე და იყვირო – „ხანძარია!“. მნიშვნელოვანია, წინ დახედულობა. მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ პროვოკატორებით სავსე არის ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეო“ სექტორი და პროპაგანდისტული მედია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სუს-მა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.

ამასთან, აშშ-ის საელჩომ საქართველოში დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა. ამჯერად საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ გაუქმებულია ის სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრში – „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“ და „თბილისი მოლი“, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით იყო გაცემული.

Continue Reading

Previous: ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
Next: რეგიონული განვითარების მინისტრმა გურიის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025