
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა, რომლებმაც მუნიციპალიტეტის სახელით წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში, ჭიდაობაში, სამბოსა და კარატეში.
შეხვედრისას მერმა მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს მათი თავდაუზოგავი შრომისა და მიღწეული წარმატებებისათვის.
მერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატ მინდია დიასამიძესთან ერთად სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მადლობის სიგელები გადასცა, როგორც მათი მონდომებისა და წარმატების აღიარება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი და სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი.