Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სანნა მარინმა ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ

მარშალ პრესი 15/06/2022
შალვა პაპუაშვილი

ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანნა მარინისთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ის ერთ-ერთია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაში და გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატობის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სანნა მარინმა გამოხატა ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ქართველმა ხალხმა მიიღოს ევროკავშირისგან სოლიდარობის დასტური და მეორეს მხრივ, ევროკავშირმა გააგზავნოს ცალსახა სიგნალი რუსეთის მიმართ, რომ მეზობელი ქვეყნების ნების საწინააღმდეგოდ მათი ე.წ. გავლენის ზონაში მოქცევის შესაძლებლობას არ მისცემს.

პრემიერ-მინისტრმა სანნა მარინმა გამოხატა ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ“, წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა
Next: ვატო შაქარიშვილი: ქალბატონმა სალომემ შეურაცხყოფა მოგვაყენა, როდესაც გვითხრა, რომ ყველას გვეჩვენება მეორე ფრონტის გახსნის დაჟინებული მცდელობა, რასაც 24 თებერვლიდან, ჩვენი თვალით ვხედავთ და ჩვენი ყურით ვისმენთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.