Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

გლდანში, ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მარშალ პრესი 08/05/2025
tbilisis meria

გლდანის რაიონის გამგეობა სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. 

პირველ ეტაპზე, ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. კერძოდ, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, 15 000 კვ. მეტრ ფართობზე კი საგზაო სამუშაოები ჩატარდება.  

გარდა ამისა, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. 

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. სრულად რეაბილიტირდება და განახლდება ამავე ქუჩაზე არსებული სკვერები. 

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ახმეტელის ქუჩაზე, 9 მაისის 10:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს გზის ერთ განაპირა ზოლში ორმხრივად – ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გზის მარცხენა მხარეს. 

შეზღუდულ მონაკვეთში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით,  გადაადგილება შესაძლებელი იქნება გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, პერიმეტრზე განთავსებული დროებითი საგზაო ნიშნების შესაბამისად. 

საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შიდასაუბნო გზების საშუალებით, რომელიც ფორე მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩებს, სანდრო ახმეტელის ქუჩის თავისუფალ მონაკვეთთან აკავშირებს. 

გარდა ამისა, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ღამის საათებში, 00:30-დან 06:00 საათამდე, პერიოდულად შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება სანდრო ახმეტელის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში. ასეთ დროს, ავტოტრანსპორტისთვის ხელმისაწვდომი იქნება ალტერნატიული შემოვლითი გზები – ქერჩისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების გავლით. 

Continue Reading

Previous: მინდა, გამოვთქვა ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს „დიფ სთეითზე“, თუ დამარცხდება „დიფ სთეითთან“, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაშიც, გავაგრძელებთ ბრძოლას
Next: არაერთხელ გვითქვამს, რომ გვქონდეს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა – ის, რასაც ჩვენ 30 წელი ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დადგა დრო, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც სათანადოდ შეაფასოს და დააფასოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025