თინა ხიდაშელი ჯანმრთელობის გამოსაკვლევად გერმანიაში გაემგზავრა

443
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

თინა ხიდაშელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო კვლევას გერმანიის კლინიკაში იტარებს. შეგახსენებთ მან კორონავირუსული ინფექცია მძიმე ფორმებში გადაიტანა, რომლის კვალიც დღემდე დაუტოვა.

“კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.

მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…

ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს”- წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება