Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 07/05/2025
16

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა გახსნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების შექმნა.

გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განხორციელებულ იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო პროცესში შშმ პირების მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, მათ შორის ცესკოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც.

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი ცესკოში მრავალი წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია შშმ ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები (შშმ პირთა თემებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები).

Continue Reading

Previous: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა. ხავსია ეს აქტი, სინამდვილეში მტრული, წყალწაღებულები არიან ქართული აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები
Next: თუ ევროპა მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025