Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი

მარშალ პრესი 07/05/2025
irakli kobakhidze

ერთადერთი სუბიექტი არსებობს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის ნებას არ სცემენ სათანადო პატივს.

„ერთადერთი სუბიექტი არსებობს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა, 54%-იანი მხარდაჭერით გამოგვიცხადა ნდობა შარშან, ოქტომბერში, როცა შედგა საპარლამენტო არჩევნები. სხვას არავის აქვს უფლება, ისაუბროს ჩვენს ლეგიტიმაციაზე. ერთადერთი სუბიექტი არის ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას. მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ ვართ 80-იან წლებში. მაშინ ყველაფერი იგზავნებოდა მოსკოვში. დისერტაციას რომ იცავდნენ, იმასაც კი მოსკოვში აგზავნიდნენ დასამტკიცებლად. დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება გარედან არავის დამტკიცება. ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში, დამოუკიდებელ ქვეყანაში ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. სამწუხაროდ, არ სცემენ ამ ყველაფერს სათანადო პატივს, თუმცა ქართველ ხალხს, მის ნებას და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ნაციონალური მოძრაობის მთავარი ძალა არის სხვადასხვა საგარეო აქტორები და მთავარი სამიზნეა ახალგაზრდები, რომლებსაც არ ახსოვთ მათი მმართველობა. უნდა გავაღრმაოთ საუბარი ახალგაზრდებთან და ამას სისტემატური ხასიათი მივცეთ
Next: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.