Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის, რომელიც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ

მარშალ პრესი 07/05/2025
irakli kobakhidze2

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის, რომელიც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ,- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი მოიგებს მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში, არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება.

„ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის: დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეოპოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება
Next: ნაციონალური მოძრაობის მთავარი ძალა არის სხვადასხვა საგარეო აქტორები და მთავარი სამიზნეა ახალგაზრდები, რომლებსაც არ ახსოვთ მათი მმართველობა. უნდა გავაღრმაოთ საუბარი ახალგაზრდებთან და ამას სისტემატური ხასიათი მივცეთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025