Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის მერიის ინფორმაციით, კოჯრის გზაზე დაზიანების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მარშალ პრესი 15/06/2022
მერია

კოჯრის გზაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული ყველა სამსახური, რათა გადაუდებელი ზომები გატარდეს.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე სპეციალისტების მიერ კვლევა მიმდინარეობს, რომელთა დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

Post navigation

Previous: Reuters: თეთრი სახლი უკრაინისათვის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ დახმარებას გამოაცხადებს
Next: გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.