Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სასიხარულოა ბატონ ჯორჯ სიმეონის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება

მარშალ პრესი 07/05/2025
ela sepashvili

მიმდინარე წლის 4 მაისს რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პარტიის “ალიანსი რუმინელების ერთიანობისთვის” (AUR) კანდიდატის, ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკოსი ჯორჯე სიმეონის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

დეპუტატი ულოცავს სიმეონს გამარჯვებას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი მიდგომების და პოლიტიკური ხედვების მქონე პოლიტიკოსები ევროპის სხვა ქვეყნების სათავეებშიც მოვლენ, რაც მსოფლიო გეოპოლიტიკას ძირეულად შეცვლის.

“სასიხარულოა ბატონ ჯორჯ სიმეონის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება. მსოფლიო ტრენდად ქცეული ნეოლიბერალიზმი და, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად დაარქვა „ლგბტ სიგიჟეები“, უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ცივილიზებულ საზოგადოებებში. იმედია, რუმინეთის მსგავსად სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობაც უფრო გააქტიურდება და ეროვნული მიდგომებით გამორჩეულ პოლიტიკოსებს მიანდობენ საკუთარი ქვეყნების მართვას. დროა, გეოპოლიტიკამ სერიოზული ცვლილებები განიცადოს და ტრადიციულ ღირებულებებს დაეფუძნოს.

ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ რუმინეთში პროცესები წარიმართება ისე, როგორც ეს უკეთესია რუმინელი ხალხისთვის და დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის.,“ – წერს ეკა სეფაშვილი. აღსანიშნავია, რომ ჯორჯე სიმეონის კანდიდატურა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისივე პარტიიდან წარდგენილი კანდიდატის და 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალვის შემდეგ დარეგისტრირდა. ამ მოვლენებს სოციალურ ქსელში მაშინაც გამოეხმაურა ეკა სეფაშვილი, რომელიც მაშინ წერდა, რომ ეჭვქვეშ დგებოდა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა არგუმენტებით, რომლებიც შემდეგ მცდარი აღმოჩნდა. სეფაშვილი აღნიშნავდა, რომ რუმინეთში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უნდა უზრუნველეყოთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, 2025 წლის 4 მაისს.

Continue Reading

Previous: მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ
Next: ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025